1. პროექტის სახელწოდება: „მსოფლიოს მუზეუმები“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გარდასული ეპოქები.
3. პროექტის აქტუალობა:
4. პროექტის მიზნები: ადამიანისა და საზოგადოებისათვის მუზეუმის როლზე, მის დანიშნულებაზე მსჯელობის, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გამოყენების, საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ესეები,ფოტოალბომები, ჩანახატები, ეტიკეტები, მოძრავი საგამოფენო სტენდი, სარეკლამო ბუკლეტები, მოსაწვევი ბარათები, ნამუშევრები, შექმნილი ბლოგი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატი, თაბახის ფურცლები, მარკერები, სხვადასხვა სახატავი მასალა, ინტერნეტი...
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის მოძიება, ესეების დაწერა, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება, აფიშისა და მოსაწვევი ბარათების დამზადება, განიხილავენ ორგანიზაციულ საკითხებს, მოსამზადებელი მუშაობის დასრულებისას გამოფენა გახსნილად ცხადდება. პრეზენტაციები შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართება: მოსწავლეები აცნობენ სტუმრებსა და თანაკლასელებს მათ მიერ მომზადებულ ესეებს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების შესახებ. თითოეული ჯგუფის წევრები წარადგენენ სტუმრების წინაშე ექსპონატებს, ასრულებენ ექსკურსიამძღოლის ფუნქციას. მოხდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს განხილვა-შეფასება, გამარჯვებული ჯგუფების გამოვლენა სხვადასხვა ნომინაციებში. მოგროვილი მასალა და ინფორმაცია განთავსდეს ბლოგზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
· ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
· მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში;
· ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე;
· განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
· განიხილავს გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ-ერთს;
· განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
· აწყობს გამოფენას
· ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნამუშევარში;
· მსჯელობს ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიებსა და მათ მნიშვნელობაზე.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა ტაბატაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mancho.tabatadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: manchotabatadze.blogspot.com